ფოთში 23 წლის კაცი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

ფოთში 23 წლის კაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მაღაზიიდან გამოდიოდა, როდესაც თავს დაესხნენ და ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი