ლაშქარავას ოჯახს შევთავაზეთ, ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა და საერთაშორისო ექსპერტმა

გამოქვეყნდა:

შსს-ს ცნობით, "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრებს გამოძიებამ შესთავაზა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.

"ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.

ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა",- წერია უწყების განცახდებაში. 

ამავე თემაზე:

პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და ქართულ ოცნებას ეკისრება - ტვ პირველის დირექტორი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი