"გადადგეს მკვლელების მფარველი ღარიბაშვილი" - ამ მოწოდებით ქუთაისის მთავარ მოედანზე ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები "ტვ პირველის" ოპერატორის გადრაცვალების ფაქტს ეხმაურებიან.
მედიის წარმომადგენლები, მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომდგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრობნენ. ისინი 5 ივლისს თბილოსში განვითარებულ პროცესებზე პასუხიგებელი პირების დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, ქვეყანაში მედია ხელშეუხებელი უნდა იყოს.
სოლიდარობის აქცია დღეს ზუგდიდში, თელავში, გორსა და ბათუმშიც გაიმართა.