პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.
დანიშნული მოსამართლეები არიან:
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 3 კანდიდატს: ქეთევან მესხიშვილს, ეკა ზარნაძეს და გიორგი შავლიაშვილს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს.
უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლის გვარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 17 ივლისს გადაუგზავნა.
"ქართულმა ოცნებამ" მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, არ შეაჩერა.