"თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება იქნება, ყველამ მადას უნდა დაუწიოს" - ელისაშვილი კენჭისყრას აპირებს

გამოქვეყნდა:

ალეკო ელისაშვილი საკუთარი საზოგადოებრივი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებასა და მაჟორიტარად კენჭისყრას აპირებს - ამის შესახებ მან გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას განაცხადა. 

ელისაშვილის თქმით, ის არ აპირებს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას და ამბობს, რომ ოპოზიციამ მისი პოზიციის შესახებ იცის. 

ხაზზე ვართ. საქმის კურსში ვართ, ჩვენი პოზიცია იციან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუ მაჟორიტარებზე ერთმანეთს ხელს არ შევუშლით, დანარჩენზე ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ.

სერიოზულად ვფიქრობ (მაჟორიტარ კანდიდატობაზე), იქნება ეს ალბათ შეთანხმების ნაწილი. თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება იქნება, ყველამ მადას უნდა დაუწიოს და ბოლო რამდენიმე არჩევნების შედეგებზე დაკვირვებით უნდა ვიფიქრო, -  ამბობს ელისაშვილი.  

ელისაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გიორგი რურუაც გათავისუფლდება. პოლიტიკოსი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" უცნაური თვისება აქვს, როცა "იარაღს ხელში მიაწვდი, ფეხში იმიზნებს და თვითდაზიანებას იღებს". მისი აზრით, მმართველმა გუნდმა სწორედ ეს გააკეთა, როცა 8 მარტის შეთანხმების დარღვევა დააპირა. 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი