ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას 29 აპრილის კონტრაქციაზე, გამოარჩევდა ერთი ძალიან მრავლისმთქმელი დეტალი. ოლიგარქი ამბობს, რომ ის არ არის - არც პრეზიდენტი შევარდნაძე და არც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი; ამით მან ხაზგასმით თქვა - ხალხის მოთხოვნას და ნებას არ გაითვალისწინებს; რომ ხელისუფლებას არ დათმობს და პირიქით, ყველაფრის ფასად ძალაუფლებას შეინარჩუნებს. ანუ შევარდნაძის მსგავსად არ დატოვებს თანამდებობას და არც იანუკოვიჩის მსგავსად დატოვებს ქვეყანას.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმაც თავის დროზე ქვეყნის ევროპული კურსი შეცვალა, თუმცა ეს უკრაინელმა ხალხმა იანუკოვიჩს მაშინ არ აპატია და ევროპიდან ჩამოსულ პრეზიდენტს კიევში უკვე საპროტესტო აქცია დახვდა. იანუკოვიჩი 2014 წლის თებერვალში რუსეთში გაიქცა.