"ხარებას" დაჯგუფება ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ | როგორ უსწორდებოდნენ "ტიტუშკები" მშვიდობიან დემონსტრანტებს

გამოქვეყნდა:

გინება, ცემა, მოტაცება და  მოქალაქეების თრევა- ქალები, ბავშვები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქციების დაშლისას "ხარებას" დაჯგუფების მთავარი სამიზნე იყო. ამ აქციებზე პირველად ვნახეთ სპეცრაზმელები როგორ უსწორდებოდნენ ქალებს და ეს ყველაფერი მშვიდობიანი პროტესტის საპასუხოდ ხდებოდა. ხარებას სპეცრაზმელები არ მალავდნენ, რომ ეს იყო მათი მხრიდან ანგარიშსწორება ხალხზე, რომლებმაც გაბედეს და ოლიგარქის  მიერ მეორედ შემოტანილი რუსული კანონი გააპროტესტეს. 

ქალების ცემის შემხედვარეს  ბევრს 1989 წლის  9 აპრილის ღამე გაახსენდა, რადგან სწორედ მაშინ სცემეს ქართველი ქალები მთვრალმა რუსმა ჯარისკაცებმა; ახლა კი ეს ყველაფერი სპეცრაზმელების ნაწილმა გაიმეორა.  

"ოცნების"  მტკიცების მიუხედავად, რომ საპოლიციო დანაყოფები  ქვეყნის მთავარ გამზირზე არ გასცდენიან კანონის ჩარჩოებს, ვიდეომასალა საპირისპიროს ამტკიცებს.  "ოცნებამ" მშვიდობიან დემონსტარანტებს ე.წ. ტიტუშკები და ზონდერ ჯგუფებიც მიუგზავნა და სასტიკად აცემინა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი