1 500-ზე მეტი შემთხვევა კრიტიკული ზღვარია, რომ თავისუფლად გავაგრძელოთ აქტივობები - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში კოვიდ პანდემიის დღევანდელი სიტუაცია ძალიან მძიმეა და განსაკუთრებულ რისკებს აყენებს. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

"არაა რთული გასაგები რამ შეუწყო ხელი ზრდას, ბოლო პერიოდში ჩვენ პრაქტიკულად დავრჩით ქმედითი შეზღუდვების გარეშე, მათ შორის ღამით მოძრაობის შეზღუდვა და მაღალი აქტივობაა თავყრილობებზე. [...]

ყველას გვესმის, რომ 1 500-ზე მეტი შემთხვევა არის საკმაოდ კრიტიკული ზღვარი იმისთვის, რომ ჩვენ ასე, სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები. ამდენად, საკოორდინაციო საბჭო დაელოდება და დააკვირდება რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდვითარებას", - თქვა მან. 

მისივე განცხადებით, მთავარი ისევ ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის ნიღბის ტარებაა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი