მოძალადე დავით კუტალაძის აღკვეთზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების წევრის, დავით კუტალაძის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე სასამართლო დღეს, 17:00 საათზე იმსჯელებენ. კუტალაძეს ბრალი ტელეკომპანია პირველის ლექსო ლაშქარავაზე ძალადობა ედება.

სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი