კოსტავას 44-ში ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიცია აქ მას მერე გამოიძახეს, რაც ამ მისამართზე მდებარე ლომბარდში მისი მფლობელი გარდაცვლილი იყოვეს. 50-მდე წლის მამაკაცის ცხედარი მისმა მეუღლემ იპოვა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე ლომბარდში მისი რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ მივიდა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიციის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჩვენი ინფორმაციით, ამოღებულია ადგილობრივი ვიდეო-კამერების მონაცემები.
საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. ყაჩაღობის ფაქტი სამართალდამცავებმა უკვე გამორიცხეს.