არსებული ინფორმაციით, "ზერემ" "ტრუტის" მკვლელობა საკუთარ თავზე აიღო | "სემსოტა" ისევ ციხეშია

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, ვახო ზერეკიძემ, იგივე "ზერემ", ზურაბ რიკრიკაძის, იგივე "ტრუტის" მკვლელობა საკუთარ თავზე აიღო და პოლიციას ჩაბარდა. ამ დრომდე, ამ საქმეზე პატიმრობაში რჩება "სემსოტა", იგივე შალვა გულიაშვილი, რომელსაც წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. 

სისხლიანი გარჩევა გორში ივნისის დასაწყისში მოხდა - მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 16-წლიანი პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულმა ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა ​შალვა გულიაშვილმა, იგივე "სემსოტამ", ასევე "კრიმინალური ავტორიტეტი" ზურაბ რიკრიკაძე იგივე "ტრუტი" ჩაცხრილა.

"მთავარის" ინფორმაციით, კონფლიქტი სოციალურ ქსელში დაიწყო, რომელიც მალევე გამწვავდა და დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი საქმის გასარჩევად ვერხვების დასახლებაში დაიბარეს. ქუჩური გარჩევისას მოკლული ზურაბ რიკრიკაძე მეტსახელად "ტრუტი" შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ნათესავია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი