pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია | რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათიდან დაიწყება

გამოქვეყნდა:

ამერიკულ-გერმანული წარმოების pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია. ვაქცინისთვის რეგისტრაციას მოქალაქეები დღეს, 14 ივლისს 15:00 საათიდან შეძლებენ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ - "ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური", "კავკასიის მედიცინის ცენტრი", "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა", "ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი", ქ. ბათუმში "რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო", ქ. ქუთაისში "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" და ქ. გორში "გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი".

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე "ფაიზერითა" და "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით "სინოფარმით" და "სინოვაკით" იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.

pfizer-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე -  https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი