საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის  1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 164 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 382 734;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 362 491;
  • მათ შორის გარდაცვლილი - 5 503;
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 30 867, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  16 167 PCR ტესტით - 14 700
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,53%, ბოლო 14 დღის - 4,21%, ბოლო 7 დღის - 4,65%
  • სულ აცრილია - 324 802, დღიურად აცრილია - 7 228
  • კარანტინის რეჟიმში - 55
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 838
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 065

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 189 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 172 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი