გლდანში 35 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.
როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მკვლელობაში დამნაშავე პირი იდენტიფიცირებულია.
მომხდარზე გამოძიება ორი, განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს.