მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრსა და უკრაინის 2 მოქალაქეს სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, მიხეილ ბატურინისა და უკრაინის ორი მოქალაქის საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სამივე ბრალდებული ციხეში 4 წლით გაუშვა. 

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე პროცესზე დაპირისპირება მოხდა, რის გამოც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ადვოკატი სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ბრალდებულმა მიხეილ ბატურინმა და მისმა ოჯახმაც დატოვა. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რასაც დაცვის მხარე უმოკლეს ვადაში გაასაჩივრებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი