28 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული, ბესიკ თორდუას ადვოკატი ამბობს, რომ თორდუა ერთი კვირის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. მას თავის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, ასევე დასჭირდა ქირურგიული ჩარევაც. დღეს, 15 ივლისს კი თორდუა კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც თორდუას უფლებადამცველი ამბობს, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ის ესპქერტიის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.
"დაახლოებით ერთი კვირის უკან შემატყობინეს, რომ ბესიკ თორდუა გადაყვანილი იყო რეანიმაციაში, იყო უგონო მდგომარეობაში, კომატოზურ მდგომარეობაში. გავესაუბრე ექიმს, ექიმმა მითხრა, რომ როცა ჩვენთან მოიყვანეს თავის არეში ჰქოდნა დიდი რაოდენობით სისხლი. რის შემდეგაც ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ, იგი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. ამის შემდეგ, უკვე გუშინ საღამოს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ უკვე გარდაცვლილი იყო.
დაველოდები ექსპერტიზის პასუხს, რა დაზიანებები იყო, რამ გამოიწვია დიდი რაოდენიბით სისხლი თავის არეში, სხვა დაზიანებები მას არ აღენიშნებოდა", - თქვა ლაშა შუკაკიძემ.
საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 26 წლის ყაზახი გოგოს, ასელ აიპტაევას გაუპატიურებაში ბრალდებული - ბესიკ თორდუა დღეს გარდაიცვალა.