თელავში კაცმა, სავარაუდოდ, მეგობარ ქალზე იძალადა შემდეგ კი 2 ადამიანი დაჭრა

გამოქვეყნდა:

თელავში, 25 წლამდე კაცმა ორი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის გამზირდე მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრამდე კაცმა მეგობარ ქალზე ფიზიკურად იძალადა, მოგვიანებით კი საცხოვრებელი კოროუსის ეზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმები ცივი იარაღით დაჭრა. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ორივე დაჭრილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

პოლიციამ სავარაუდო  დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა  და  თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა, სადაც ბრალს სავარაუდოდ, დღის ბოლოს წარუდგენენ.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი