მეოთხე ტალღა, დელტა შტამი, ჩავარდნილი ვაქცინაცია და ხელისუფლების გამოსავალი - "ლოქდაუნი"

გამოქვეყნდა:

ჩავარდნილი იმუნიზაციისა და პანდემიის ახალი, ბევრად საშიში მუტაციური ტალღის მოლოდინში მმართველი გუნდი გამოსავალს ისევ შეზღუდვების დაწესებასა და ლოკდაუნში ხედავს.

იმუნოლოგები კი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ და ჯანდაცვის უწყებებმა უკვე დაგროვებული გამოცდილებით ვერაფერი ისწავლეს. სამინისტრო კი მუდმივად აანონსებს ვაქცინის ახალი დოზების ჩამოტანას, თუმცა პროცესი ისევ გაუმართავია და არც ზუსტი დრო სახელდება, როდის მოხერხდება მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა. 

პარალელურად ქვეყანას ახალი ბევრად მძიმე გამოწვევა აქვს - ახალი შტამი, (დელტა ვარიანტი), რომელიც სწრაფად ვრცელდება და ძირითადად ბავშვები ავადდებიან.

ამ დრომდე მძიმეა ციციშვილის კლინიკაში მყოფი სამი ჩვილის მდგომარეობა.

ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ მოზარდებისა და ბავშვებისთვის სულ 200 საწოლი ადგილი ჰქონდა და ამ დროისთვის ისიც შევსებულია.

პარალელურად დგება მოზარდების ვაქცინაციის აუცილებლობაც, რადგან კოვიდ 19 მუტაციას სწრაფად განიცდის და ბევრად რთულ შტამებად ყალიბდება. მმართველი გუნდი კი პანდემიის მეოთხე ტალღის მოლოდინში ისევ უმოქმედოა და სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და პოლიტიკური პროცესების გამო პანდემიას კიდევ ერთხელ გამოიყენებს და ქვეყანას ისევ ჩაკეტავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი