კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ კლინიკაში. 

ექიმები მის მდგომარეობას თავიდანვე კრიტიკულად აფასებენ.

კლინიკაში ამ დრომდე რჩება კოვიდინფიცირებული ორი ჩვილი. მათი მდგომარეობაც მძიმეა და ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზეა.

გარდაცვლილი ჩვილი ალფა (ბრიტანული) შტამით იყო ინფიცირებული. 

8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ციციშვილის სახელობის კლინიკაში 3 ჩვილი მართვით სუნთქვაზე იყო. მათგან ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი, ყველა მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ერთის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმე იყო, ექიმის ინფორმაციით, მას ვირუსის გარდა სხვა ტიპის დახმარებაც ესაჭიროებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი