დეკანოზი სპირიდონი გამოკითხვაზეა - ადვოკატი ძალადობის მოწოდებას "ფაბრიკაციას" უწოდებს

გამოქვეყნდა:

პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე სასულიერო პირი - დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი შევიდა. ის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. 

"არანაირ ძალადობისკენ მოწოდება არ ყოფილა, მოხდა ფაბრიკაცია თქვენ მიერ", - უთხრა  სასულიერო პირის ადვოკატმა ჟურნალისტებს

დეკანოზი სპირიდონი 5 ივლისს მრევლს ძალადობისკენ ღიად მოუწოდებდა - "არა ძალადობას კი არა ვალდებულები ხართ იძალადოთ"სამშობლოსთვის" - ამბობდა ის 5 ივლისს პარლამენტის წინ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლმა, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ამ სასულიერო პირს, რომელმაც "მსგავსი" (ძალადობრივი) მოწოდებები გააკეთა "სასტიკი საყვედური მიიღო". მისივე თქმით, სასულიერო პირმა საჯაროდ ჩაწერა და გაავრცელა "შენდობის ვიდეო". 

ვიდეოში სასულიერო პირი ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა ეთქვა "იბრძოელთ აღმაშენებლისთვის, გორგასლობისთვის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი