ვარკეთილში ერთი პირი დაჭრეს - როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, დაჭრილი კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. "მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.