
5 ივლისის ძალადობისთვის დაკავებული ბრალდებულების ადვოკატი გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
როგორც ის ამბობს, მოსამართლემ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო
"მთავრობის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლაა, რომ საზოგადოების ნაწილს ასიამოვნონ, ხაზს ვუსვამ, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ იქ ვინც იდგა, ყველა დასასჯელი არ არის. მოსამართლეებს შიში და ზეწოლა აქვთ ალბათ, ამიტომაც ტოვებენ ყველას პატიმრობაში" - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის, ვანო ბურდულის ადვოკატი, თორნიკე გვენეტაძე.
„ტვ პირველის“ ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ლევან ბურდულს და დავით ქოჩიაშვილს მოსამართლემ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.