
შეიარაღებული დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში - ცნობილი ხდება, რომ სოხუმის ცენტში 1 საათის წინ სროლა იყო. "ნოვი რაიონში" გარჩევევა შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად, დაღუპულია 2 ადამიანი. რუსლან გუდალია და ბესლან დზიბა. ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის დაჭრილი ასლან ზუხბა.
გარჩევის მთავარი მოტივი ბიზნეს-დავა იყო. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ მუშაობენ. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
შემთხვევა რუსების საგუშაგოდან დაახლოებით 500 მეტრში მოხდა, თუმცა მათ ამ ფაქტის აღსაკვეთად არაფერი გაუკეთებიათ. მოსახლეობის განმარტებით, დაუცველები არიან როგორც ჩამოსული დამსვენებლები, ასევე ადგილობრივები.
ავტორი: ემა გოგოხია