ბავშვთა პორნოგრაფიის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - ბრალდებული მშობლების უფლებადამცველები პროკურატურას და სასამართლოს მძიმე ბრალდებებს უყენებენ. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოტყუებული მშობლები ციხეში აღმოჩნდნენ. სასურველი შედეგის მისაღწევად პროკურატურა არასრულწლოვნებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც არ ერიდება.
თბილისისის საქალაქო სასამართლოში სამართალი კი არა, არ ვიცი, რა მდგომარეობაშია, დღეს სასამართლო ჩვენი. სასამართლო აღარ მოქმედებს კანონიერად და აკეთებს იმას, რაც უნდა. ზეწოლაზე უარესია ეს. ბავშვებს რომ ეუბნება ვინმე, რომ თუ საპროცესო შეთანხმებას არ დადებს თქვენი მშობელი, 20 წელს მივცემ, 17 წელს მივცემ, ეს არასწორია, - აცხადებს ადვოკატი ზაზა გიგაური.
აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით უფლებადამცველები წერილის მომზადებას გეგმავენ, რომელსაც აშშ-ს საელჩოსა და ევროპის ქვეყნების საელჩოებში გააგზავნიან. ისინი წერილს საქმეში მონაწილე პროკურორების და მოსამართლის მონაცემებს დაურთავენ და მოითხოვენ, რომ აღნიშნულ პირებს შენგენის ქვეყნებში შესვლის უფლება ჩამოერთვათ.
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ოცზე მეტი პირია დაკავებული. მათი ნაწილი სექტებერში, ხოლო მეორე ნაწილი დეკემბრის თვეში დააკავეს. დაკავებულებს შორის პედაგოგი, ფოტოგრაფი და ბავშვების მშობლები არიან. რამდენიმე მათგანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.