რა გახდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი?
რამდენიც არ უნდა ეცადოს ხელისუფლებამ, დაგვარწმუნოს, რომ ლექსოს დაღუპვის რეალური მიზეზი ზედოზირება იყო, ყველასთვის ნათელია, რომ ასეთი დამთხვევები მილიონში ერთხელ ხდება ხოლმე და რაღა ლექსოს სიკვდილი აღმოჩნდა ზუსტად ის მემილიონე შემთხვევა, როდესაც ადამიანს უსასტიკესად სცემეს და ზუსტად რამდენიმე დღეში ის თურმე სრულიად სხვა მიზეზით, ზედოზირებით კვდება?
არა... ხელისუფლების დიდი მცდელობის მიუხედავად, ყველა ვხვდებით, რომ ლექსო ცემით მოკლეს.
რაც შეეხება იმ ვერსიას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზის ე.წ. შუალედური დასკვნის საფუძველზე შემოგვთავაზა - რამდენად დასაშვებია შუალედურ შედეგებზე ლაპარაკი და მათ საფუძველზე წინასწარი დასკვნების გამოტანა და საზოგადოებისთვის გამოცხადება?
რამდენად ჰქონდათ გამომძიებლებს უფლება ელაპარაკათ იმაზე, რომ, შესაძლოა, ლექსოს სისხლში აღმოჩენილ ნივთიერებებს მისი გარდაცვალება გამოეწვია?
ეს კითხვები ანა ასათიანმა ექსპერტებს დაუსვა - "ვინ და რამ მოკლა ლექსო"