
დიდ დიღომში, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე 2 პირი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 18 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულებს ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არაა.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, დაკავებული ჯერჯერობით არავინ არაა.