ნიკა გვარამიას მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე არ დაწყებულა გამოძიება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ, განხორციელებული მუქარაზე, სადაც მას ძალადობრივი ჯგუფის წევრები, ალტ-ინფოს Facebook არხის დაბლოკვის გამო, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

"კოალიცია - მედიის ადვოკატირებისთვის" გომელაურის უწყებას, რეაგირებას სთხოვს, პრემიერს კი კრიტიკული მედიის დისკრედიტაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რადგან კონკრეტული ტელევიზიებისთვის, უკანონოდ იზღუდება იმ საჯარო ღონისძიებების გაშუქება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს. ეს გადაწყვეტილება კი არასამთავრობოების აზრით, დამატებით ძალადობას ახალისებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი