კამბოჯა, ზიმბაბვე და საქართველო - ისრაელმა წითელი ქვეყნების სიაში შეგვიყვანა. ჩვენი ქვეყნიდან ჩამსვლელ ყველა მოქალაქეს ისრაელში ერთკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს ისრაელი არ შეუშვებს.
კიდევ უფრო მძიმე შედეგზეა საუბარი გავლენიანი გამოცემა Financial Times-ის სტატიაში, სადაც საქართველო, როგორც ვაქცინაციის პროცესში წარუმატებელი ქვეყანა, ნამიბიისა და სამხრეთ აფრიკის შემდეგ ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს.
ვაქცინირებული მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მოცულობის გამო, საქართველოს მოქალაქეების მოგზაურობა სულ უფრო რთულდება, საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების რიცხვი კი კრიტიკულად მცირდება. გაკოტრების ზღვარზე მყოფი ტურიზმის, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი უკვე მერამდენედ საუბრობს ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე.
ეკონომისტები და ჯანდაცვის ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კრიზისს განზრახ აღრმავებს.