დელტა შტამის ცირკულაცია იმატებს... გამოსავალი ვაქცინაციაა - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის დელტა შტამის ცირკულაცია იმატებს. როგორც გაბუნია ამბობს, მოზარდებსა და ბავშვებში დელტა შტამის გავრცელების პრევენციისთვის, ერთადერთი გამოსავალი ოჯახის წევრების ვაქცინაციაა.

"დელტა შტამის ცირკულაცია იმატებს და ყველა ვხედავთ ამას. სამწუხაროა, რომ ეს ბავშვები, რომლებიც ციციშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ მძიმე დიაგნოზით იყვნენ და გამოსავალი დადგა ძალიან ცუდი, რა თქმა უნდა, რაც ჩვენთვის უკიდურესად სამწუხაროა. გამოსავალი აქ არის ოჯახის წევრების სწრაფი ვაქცინაცია. სხვა მხრივ, მოზარდი და მით უმეტეს ჩვილი ბავშვის პრევენციის მექანიზმი ამ სიტუაციაში სვა მეტი არ არის, გარდა იმისა თუ არ მოხდა ოჯახის წევრების მიერ წესის დაცვა",- თქვა თამარ გაბუნიამ.

დღეს, 20 ივლისს თბილისში ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დელტა შტამით ჩვილი გარდაიცვალა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა დელტა შტამს ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. კოვიდინფიცირებული კიდევ 2 ჩვილის მდგომარეობა მძიმეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი