შესაძლოა, ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს, შტაბი კი გადაწყვეტილებას დაამუშავებს და განკარგულებაში ცვლილებები შევა.

"მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება იგივე დახურულ სივრცეშიც აღარ მიმდინარეობს, დღეს გადაწყვეტილება იქნა, რომ იგივე ღია სივრცეებში დაწესდეს. პირბადესთან მიმართებაში ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული ადამიანი, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება, დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის და შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ, განკარგულებაში შესაბამისი ცვლილებები შევა",- თქვა ამირან გამყრელიძემ.

მანამდე კი, 22 ივნისიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა. მაშინ ითქვა, რომ პირბადის ტარება მხოლოდ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში იქნებოდა სავალდებულო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი