საიტი გაიმართა, დიდი მოლოდინია, რომ აღარ იქნება შეფერხებები - გაბუნია ვაქცინაციის პორტალზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მაღალი მოლოდინი აქვთ, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე რეგისტრაციისას სპეციალური საიტი ამჯერად მაინც გამართულად იმუშავებს.

"საიტი გაიმართა, სერიოზული მუშაობა ჩატარადა მას შემდეგ რაც ხარვეზები დაფიქსირდა და მოლოდინი ტექნიკურ ჯგუფს იმისი, რომ საიტი იქნება გამართული სრულად და აღარ იქნება შეფერხბები აქვს საკმაოდ მაღალი", - თქვა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, რამდენიმე დღეში ზუსტად იტყვიან, როდის იქნება შესაძლებელი "ფაიზერზე" დიდი დოზების გახსნის შესაძლებლობა. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მოქალაქეების ტელეფონით რეგისტრაცია "ფაიზერის" დიდი დოზების მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, "ფაიზერზე" რეგისტრაციის დაწყებისთანავე საიტმა გაჭედა, რის გამოც მოქალაქეების უმეტესობამ ვაქცინის მიღება ვერ შეძლო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი