"ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, სადღაც 17 მაისს. ასევე დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ უკვე ნოემბრის ბოლოსკენ მივდიოდით პიკისკენ. ეს ძალზედ საყურადღებოა, ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში და ახლა ვართ წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნას მიღებული. საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები იქნება, პირველ რიგში აღსრულებასთან მიმართებით".
- თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.