ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი პროკურატურისგან საქმის სრული მასალის დროულად გადაცემას ითხოვს

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი საგამოძიებო უწყებისგან საქმის მასალების დროულად გადაცემას ითხოვს. 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის ოჯახის უფლებებს "ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. არასამათავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროულად მოხდეს - როგორც მოძალადეების, ასევე ორგანიზატორების დადგენა და სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

"საქართველოს გენერალურ პროკურატურას მივმართეთ განცხადებით, საქმის სრული მასალების გადმოცემის თაობაზე. და შესაბამისად ახლა ველოდებით პროკურატურისგან პასუხს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით როგორც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია 5 ადამიანია დაკავებული, თუმცა ამ ჯგუფურ ძალადობას ორგანიზებას უწევს გარკვეული სახის პირები. მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს ამ პირების იდენტიფიცირება, თუ არადა, თუ უმოკლეს ვადებში არ იქნება ამ ამ საკითხებზე გადაწყვეტილება მიღებული, ბუნებრივია, ჩვენ შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებს მივმართავთ", - თქვა ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატმა, ბექა თაკალანძემ.

"ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებისა და რიგითი პოლიციელების ქმედებების შეფასებისთვის, რომ დადგინდეს რამდენად ეფექტიანად მოქმედებდა პოლიცია 5-6 ივლისს, როდესაც მედიას მოძალადეებმა სადამსჯელო სპეცოპერაცია მოუწყვეს.

ჟურნალისტებზე მასობრივი და ორგანიზებული თავდასხმებიდან 16 დღის შემდეგ, დაკავებულია მხოლოდ 26 პირი. ეს იმ პირობებში, როდესაც ძალადობისკენ მოწოდების არაერთი ვიდეოჩანაწერი არსებობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი