მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა - დაჭრილია კიდევ 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

საზარელი მკვლელობა მარნეულში - სოფელ ზემო სარალში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული კაცი ყოფილი ცოლის ოჯახს თავს დაესხა.

კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი ადგილზე მოკლა. სიდედრი და ცოლისძმა კი მძიმედ არიან დაჭრილები. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს. მეზობლები ამბობენ, ადგილი ქონდა შურისძიებას - თუმცა რა გახდა შურისძიების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"მთავარის" გადამღები ჯგუფი ამ წუთებში ადგილზე მუშაობს და ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი