
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სადისტრიბუციო მანქანა ბოძს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "TV25" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. კლინიკის ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებ-გვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.