ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრება არ იგეგმება. როგორც გაბუნიამ განმარტა, ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური ფონი მძიმეა, რაც ლოქდაუნის შესაძლებლობას არ იძლევა. 

ამასთან მისი თქმით, შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა არ არის, ვინაიდან ქვეყანას ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვს.

"ამ ეტაპზე, ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ მოსახლეობის მხრიდან სოციალური ფონი, ასევე ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოქდაუნის შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც არის, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა",-თქვა თამარ გაბუნიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 943 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო  26  გარდაიცვალა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი