მოკლულთა 2-მა ახლობელმა ბრალდებულის მამას ნიჩბით დაზიანებები მიაყენა, დაამტვრიეს მანქანებიც - შსს მარნეულზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 პირი 1970 წელს დაბადებული ტ. პ. და 1994 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს.

ორივე დაკავებული მომხდარის შემდეგ ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს დაესხა თავს. უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი და მამამისი მოკლა, ხოლო ყოფილი სიდედრი და ცოლის ძმა დაჭრა, გოგოს ახლობლებმა ნიჩბის გამოყენებით ბრალდებულის მამას დაზიანებები მიაყენეს, კიდევ ერთმა პირმა ოჯახის 2 ავტომობილი დააზიანა.

ტ.პ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, ხოლო 1994 წელს დაბადებული ი.პ. სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ დროისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულმა, 1992 წელს დაბადებულმა ე.ა.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 პირი მოკლა და 2 პირის მკვლელობას შეეცადა, მოკლულთა ახლობლები - ტ.პ. და ი.პ. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ. ტ.პ.-მ ნიჩბის გამოყენებით ე.ა.-ს მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ხოლო ი.პ.-მ მისი ოჯახის კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანა", - წერია უწყების განცხადებაში.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ამავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი