ცეცხლნასროლი ჭრილობები და მოტეხილობები - როგორია მარნეულში დაჭრილების მდგომარეობა

გამოქვეყნდა:

მარნეულის "ჯეოჰოსპიტალის" კლინიკური დირექტორის თქმით, მარნეულის სოფელ ზემო სარალში მოკლული 26 წლის ქალის ოჯახის წევრები საავადმყოფოში გვიან ღამით, დაახლოებით პირველ საათზე შეიყვანეს.

ექიმის ცნობით, ახალგაზრდა ქალი და მამამისი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალნენ. რაც შეეხება დედას, მას ზედაკიდურის არეში ჰქონდა მიყენებული. ქალი ამ დროისთვის უკვე გაწერილია.

"სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილ იქნა 26 წლის ქალი, 50 წლის მამაკაცი და 49 წლის ქალი. ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი გვამი იყო ორივე, სამწუხაროდ, რაც შეეხება ქალბატონს, მას ჰქონდა ზედა კიდურის დაზიანება, სავარაუდო ცეცხლნასროლი, ზედაკიდურის მოტეხილობა იყო, დაუმუშავდა ჭრილობა, დაედო თაბაშირი და უკვე გავწერეთ სახლში",- ამბობს ტატა შენგელია. 

კლინიკიდან გაწერილია მოკლულის ძმაც, რაც შეეხება ბრალდებულის მამას, რომელსაც მოკლულის ნათესავები გაუსწორნდნენ - მას სახის ძვლების მოტეხილობები და მუცლის დახურული ტრავმა აქვს.

"კაცი შემოიყვანეს ცეცხლნასროლი ჭრილობით, მარჯვენა ტერფის არეში გამავალი ჭრილობა, ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება და 2 საათში სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერა.

მეორე ავადმყოფი 61 წლის შემოყვანილ იქნა 1 საათისთვის, 2-ის წუთებზე. მამაკაცს აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები და მუცლის დახურული ტრავმა",- თქვა ხათუნა ებრალიძე.

ცნობისთვის, საზარელი მკვლელობა მარნეულის სოფელ ზემო სარალში გუშინ გვიან ღამით მოხდა.  მას შემდეგ, რაც მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, და ყოფილი სიდედრი და ცოლისძმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა, მოკლულების ნათესავებმა შურისძიება გადაწყვიტეს. რამდენიმე კაცი მივიდა სავარუდო მკვლელის ოჯახში, ნიჩბით სცემეს ბრალდებულის მამა, და დაამტვრიეს ავტომობილი. შსს-ს ცნობით,  ძალადობის ამ ეპიზოდიზე ორი პირია დაკავებული. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი