16 დღე სისხლიანი მოვლენებიდან | მოძალადეები ამ დრომდე დაუსჯელები რჩებიან

გამოქვეყნდა:

მე-16 დღე სისხლიანი ძალადობიდან. რუსთაველის გამზირზე 53 ჟურნალისტის სისხლიანი ანგარიშსწორებისა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, ამ დაუნდობელი სისასტიკის ორგანიზატორები გამოვლენილი ჯერ კიდევ არ არიან. საგამოძიებო უწყება გამოძიებას აჭიანურებს და ამით მხოლოდ ამძაფრებს ეჭვებს ძალადობრივ პროცესში ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ.

ჟურნალისტების მასობრივი ცემის ფაქტზე საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე 27 ადამიანი ჰყავს დაკავებული. მათ ბრალად ედებათ ორგანიზებულ დანაშულში მონაწილეობა. მაგრამ უკვე ორ კვირაზე მეტია ძიება არ ასახელებს არავის ვინც შეიძლება იყოს ამ პროცესების ორგანიზატორი. დაკითხვაზე დაბარებული ფალავანდიშვილიც და მახარაძეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ რამდენიმე საათში გაათავისუფლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი