ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 21 ივლისს 8 569 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
Stopcov.ge-ის მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 395621
- გამოჯანმრთელებული - 369483
- გარდაცვლილი - 5636
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 36656, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20704, PCR ტესტით - 15952
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,17%, ბოლო 14 დღის - 5,25%, ბოლო 7 დღის - 5,78%
- სულ აცრილია - 383339, დღიურად აცრილია - 8659
- კარანტინის რეჟიმში - 51
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4662
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1501