
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, სავარაუდოდ, 55 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული პირის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა.
ბრალდებული ბიჭი გაქცევის მიზნით აივნიდან გადახტა, თუმცა პოლიციამ დამნაშავეს, სპეციალური დამცავი საშუალება დაახვედრა და ის გასაბერ ლეიბზე უვნებლად დაეშვა.
ახალგაზრდა კაცი ამ დროისთვის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია გადაყვანილი.
ბათუმში მკვლელობა გვიან ღამით მოხდა. მოკლულია ერთ-ერთი კაფის დაცვის თანამშრომელი. მომხდარს წინ უძღოდა ახალგაზრდების დაპირისპირება, დაცვის თამანშრომელმა კონფლიქტში მონაწილე პირები შენობის გარეთ გაიყვანა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა კაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.