
გორის სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რაიონულმა სასამართლომ არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული სურენა მაჭარაშვილი დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულს რაიონულმა სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევაა 2021 წლის 19 აპრილს მოხდა. უწყების ცნობით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა კიდევ ერთ პირს - ზ.მ-ს.
"სამართალდამცველებმა ზ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ ზ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, 2021 წლის 19 აპრილს გორის სოფელ ახალდაბაში თანასოფლელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი, 70 წლის სურენ მაჭარაშვილი დააკავა. მას 100-ზე მეტი პოლიციელი რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.
იხილეთ ასევე: