იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიშია. მისი თქმით, ინფიცირებისგან ბავშვების დაცვის ერთადერთი საშუალება ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციაა.
"დღეს ისევ 2000-ზე მეტი ინფიცირებული გვყავს ქვეყანაში, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე წინა კვირების განმავლობაში, პრაქტიკულად გაორმაგებულია ივნისის ბოლო პერიოდთან შედარებით. დელტა ვარიანტი უფრო საშიშია ბავშვებისთვის, ამიტომ მათი დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია.
მხოლოდ ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები შეიძლება იყვნენ წყნარად. მათ ოჯახში, მათ შვილსა და შვილიშვილს ნამდვილად არ შეხვდება კორონავირუსის ინფექციის მაჩვენებელი",- თქვა ივანე ჩხაიძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.