თავდასხმა TV პირველისა და რუსთავი ორის ოპერატორებზე | ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5 ივლისს, რუსთავი 2-ისა და TV პირველის 
ოპერატორებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. 

ირაკლი წიგნაძესა და უშანგი დათუნაშვილს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ ბრალი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი