წულუკიანი სენაკის თეატრიდან გაიპარა | მინისტრმა "მთავარი არხის" მიკროფონი ისევ არ დააბრუნა

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანი სენაკის თეატრიდან გაიპარა - მინისტრმა "მთავარი არხის" მიკროფონი ისევ არ დააბრუნა და, სავარაუდოდ, თან წაიღო.

სენაკის თეატრში ღონისძიება რამდენიმე წუთის წინ დასრულდა - შენობაში აღარ იმყოფებიან ხელისუფლების წევრები, მათ შორის, არც კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი. ირკვევა, რომ ის თეატრის ავარიული გასასვლელიდან გაიპარა. 

მანამდე კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ იდგა მინისტრი თეატრის სცენაზე "მთავარი არხის" მიკროფონით ხელში.

ავტორი: ემა გოგოხია

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი