კულტურის მინისტრმა, ტელეკამერების წინ, ხელისუფლების, რესპონდენტებისა და ჟურნალისტების ურთიერთობის ისტორიაში უპრეცედენტო საქციელი ჩაიდინა - "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვებით გაღიზიანებულმა წულუკიანმა, სენაკის თეატრის დარბაზში, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, რის შემდეგაც "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ის მიკროფონს არ დააბრუნებს.
"მთავრი არხის" ჟურნალისტი, ემა გოგოხია იძულებული გახდა, რომ მიკროფონის დასაბრუნებლად და დასახმარებლად საპატრულო პოლიციისთვის მიემართა. ადგილზე მისულ სამართალდამცველები ამ დრომდე ცდილობენ გაერკვნენ მომხდარის დეტალებში. სენაკის თეატრში მისული სამართალდამცველები სპექტაკლის დასრულებას ელოდებიან, რათა ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონის დაბრუნება შეძლონ.
"მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ მინისტრის საქციელი არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
"მან წაართვა ჟურნალისტს კუთვნილი მიკროფონი, გაძარვცვა პრაქტიკულად ჟურნალისტი და თან აღიარება დადო "ფეისბუქზე", რაც ნიშნავს, რომ გამომძიებლები მომხდარით უნდა დაინტერესდნენ",- ამბობს თამთა მურადაშვილი.
პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, - "მთავარი არხის" მიკროფონით ხელში თეა წულუკიანი, რომელიც თეატრის სცენაზე დგას.
იხილეთ ასევე: