საქართველოში ვაქცინირებულთა 67% ქალია, 33% კი კაცი | NCDC-ის ანგარიში

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში საერთო ჯამში აცრილთაგან 67% ქალია, 33% კი მამაკაცი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ანგარიშშია ნათქვამი. კვლევა 2021 წლის 15 მარტიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

კვლევის მიხედვით, ასაკობრივ ჭრილში მინიმუმ ერთი დოზითა და სრულად აცრილი მოსახლეობის მოცვის სიხშირე განსხვავებულია. პროცენტულად ამ მხრივ 70-74 აკობრივი ჯგუფი ლიდერობს, შემდეგ 65-69 ასაკია და 75 წლის და მეტი ასაკის ჯგუფი. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, 15 ივლისისათვის, ქვეყანაში მოხმარებულია 334 133 დოზა ვაქცინა, სრულად აცრილია 126 739 მოქალაქე, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 207 394 ადამიანი. ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა შეადგენს სამიზნე პოპულაციის 12.2%. იმუნიზაციის ექსპერტთა ტექნიკური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ასტრაზენეკას ვაქცინით აცრები ხელმისაწვდომია 45 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, ხოლო სინოფარმისა და სინოვაკის შემთხვევაში აცრები ხელმისაწვდომია 18 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისათვის.

ამ პერიოდისათვის ყველაზე მეტი ადმინისტირებული დოზები არის თბილისში (202 904), აჭარასა (34 848) და იმერეთში (27 262).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი