საქართველოს ჩამოშლილი ჯანდაცვა, რომელმაც უკიდურესად გაუარესებული კოვიდსტატისტიკის მიუხედავად, მასშტაბური იმუნიზაციის დაწყება ვერ უზრუნველყო, ახლა მოზარდების ასაცრელად ემზადება.
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, უკიდურესად გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები 16 წლიდან გაკეთდება.
მიღებულია გადაწყვეტილება კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით, თუმცა დრო და ვადები დაკონკრეტებული არ არის. ხელისუფლება ისევ მხოლოდ აანონსებს, რომ ბავშვები "ფაიზერის" ვაქცინით აიცრებიან, თუმცა როგორ - ჯანდაცვის სექტორს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ეს ვაქცინა ჯერჯერობით ქვეყნაში სრულწლოვნებისთვისაც დეფიციტშია. ამიტომ პედიატრებს მხოლოდ ის რჩებათ, რომ ბავშვების უსაფრთოხებისთვის მოზრდილებს ოჯახის ყველა წევრის ვაქცინაციისკენ მოუწოდონ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი