
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორზე თვდასხმის გამო კიდევ 1 მოძალადე დააკავეს.
1987 წელს დაბადებული გ.წ.-ს ბრალად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარია, უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 28 პირი, კერძოდ: