5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების პროტესტი გრძელდება - "სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრმა" დღეს ამერიკის სალეჩოს მიმართა თხოვნით, რომ მოძალადე ჰომოფობების მიმართ პერსონალური სანქციები გამოიყენონ.
"ამერიკის საელჩოს მივმართავთ თხოვნით, პერსონალური სანქციები დაედოთ მორგოშიას, ფალავანდიშვილის და მათ გარემოცვას, მათ შორის ლევან ვასაძეს. ვინაიდან ის პროცესები რაც მოხდა 5 ივლისს და მას შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა იყო აბსოლიტურად მათი ორგანიზებული, ეს კონკრეტული პირები გარკვეულ კოორდინაციაში იყვნენ სუს-ის მაღალჩინოსნებთან და მათგან გარკვეულ ინფორაციასაც იღებდნენ", - თქვა "სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლემა, ლაშა კუხიანიძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტებს, დილიდან მთავარ სამმართველოში ჟურნალისტებს გამოკითხვაზე იბარებენ. უწყებაში უკვე იმყოფებოდა "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია, რომელმაც გამოძიების კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ მოსამართლის თანდასწრებით სურს გამოკითხვა. სანაიასთვის გაურკვეველია რატომ კითხავენ მას, როცა ადგილზე არ იმყოფებოდა, ძალადობრივი ქმედებები კი კადრებში ჩანს.
გამოკითხვაზე დაბარებულია "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანიც.